გორის ბიუჯეტში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მოსაკრებლის სახით 13 697 ლარი შევიდა

446

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი წელს მოსაკრებლით, რომელსაც გადამფრენ ფრინველებზე მონადირეები იხდიან, 13 697 ლარით შეივსო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია უწყების მესამე კვარტლის ანგარიშში.

როგორც ცნობილია, საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი  22 აგვისტოდან დაიწყო. მოსაკრებლის ღირებულება 10 ლარია. შესაბამისად გამოდის, რომ მერიამ 22 აგვისტოდან დღემდე 1 370 ნებართვა გასცა.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება.