ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს

458

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მერიის ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს სოფლებში: ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, იწა. ასევე, ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროცესი გრძელდება სოფლებში: ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.

„საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში, გაგრძელდება გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, შედეგად კი 2023 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს“, – განაცხადა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.