დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკვე ამოქმედდა. შეზღუდვა შეეხო, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
“ინფო რუსთავმა” რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობის განახლებულ გრაფიკითან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაავრცელა, ახლა კი შიდასაქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მცირედით შეცვლილ განრიგს გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვას მიკროავტობუსების მოძრაობის წესზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია. გრაფიკის ცვლილება მცირედით შეეხო N4, N7 და N14 სამარშრუტო ხაზებს, რაც შეეხება N22-ს, ეს არის რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტის ერთადერთი ხაზი, რომელსაც სამუშაო საათების შემცირება რამდენიმე საათით მოუხდა.
გთავაზობთ მიკროავტობუსების გადაადგილების გრაფიკს:
N1 – 7:00-დან 20:00-მდე
N3 – 7:30-დან 19:00-მდე
N4 – 6:30-დან 20:30-მდე
N6 – 7:00-დან 19:00-მდე
N7 – 7:00-დან 20:00-მდე
N8 – 7:30-დან 19:00-მდე
N14 – 8:00-დან 20:00-მდე
N17 – 8:00-დან 21:00-მდე
N19 – 6:30-დან 21:00-მდე
N22 – 6:15-დან 21:00-მდე