წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

688

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ათეული წლის განმავლობაში, გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა.

„წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.

წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით, განახორციელა.

რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებოთ 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა“, – ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.