გიორგი ვაშაძე: კომენდანტის საათის შემდეგ, ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ დარჩნენ აქციაზე

520

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ის, კომენდანტის საათის შემდეგ აქციაზე არ იქნება და არც საკუთარ ამომრჩევლებს სთხოვს დარჩენას.

„ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აქციაზე გამოვაცხადებთ, იქნება დღეები, როცა იქნება ფართომასშტაბიანი აქციები. პირადად მე, ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, დარჩნენ აქ. ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც 31 ოქტომბრის არშევნების შედეგებს ქუჩის აქციებით აპროტესტებენ და მიღებული სადეპუტატო მანდატების მიღებაზე უარს აცხადებენ, პარტია “ლელოს” ოფისში შეიკრიბნენ და სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელცი პარლამენტის წინ აქციაზე გაჟღერდება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.