ავტობუსში თუ ყველა ადგილი დაკავებულია, მძღოლი გააკონტროლებს, რომ დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.
„ავტობუსებში, სამარშუტო ტაქსებში გვხდება, რომ ადამიანი ფეხზეც დგას. პირველ რიგში, მძღოლი გააკონტროლებს იმას, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, ყველა ადამიანი თავის სავარძელშია მოთავსებული, დამატებითი ადამიანის ამოყვანა კონკრეტულ მარშუტზე არ მოხდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.