აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური სუბიექტი შევა, უმრავლესობას კი „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ” აჭარაში ერთი მაჟორიტარული ოლქი მოიგო და მეორე ტურში მმართველი პარტია ორ მანდატს დაიმატებს.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს.
„ქართულმა ოცნებამ” თავისივე ინიციატივით, აჭარის უმაღლესი საბჭოში ცვლილებებით შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა და გაანახევრა.
ამ მონაცემებით, პროპორციულ სიაში „ქართულმა ოცნებამ” მანდატების უმრავლესობა მიიღო და უკვე ქობულეთში ერთი მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ. ვემზადებით, ორი მანდატის დამატებისთვის მეორე ტურში. ჯამში ნიშნავს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი, მანდატების უმრავლესობით „ქართული ოცნება” და უმცირესობით „ნაცმოძრაობა” ,- განაცხადა რიჟვაძემ.