წულუკიანი ბურდულზე: მშვიდობით ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან

563

წინა სტატია

“ქართული ოცნების” ლიდერი, თეა წულუკიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

წულუკიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვანო ბურდულის პოსტის სქრინი, აღწერით:

“მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან”.

ცნობისთვის, ივანე ბურდული ცესკოში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა. როგორც ის განმარტავს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცესკოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.

საკუთარი განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – ბურდულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.