ISFED: საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 346 საჩივრიდან 56 დაკმაყოფილდა, 60 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 198 არ დაკმაყოფილდა, 28 საჩივარი განუხილველი დარჩა, ხოლო 4-ის შესახებ წარმოება მიმდინარეობს

337

„სამართლიანი არჩევნები“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მათ მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შეფასებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 346 საჩივრიდან 56 საჩივარი დაკმაყოფილდა, 60 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 198 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 28 საჩივარი განუხილველი დარჩა, ხოლო 4 საჩივრის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კვლავ მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციამ რაონულ სასამართლოში 4 სარჩელი წარადგინა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის დარღვევების, საარჩევნო უბნის მიმდებარედ რეგულაციების დარღვევის, ხმის დათვლისა და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებში 346 საჩივარი წარადგინა. კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებს 122 საჩივარი წარედგინათ, ხოლო პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ჩანაწერთა წიგნში 62 შენიშვნა გაკეთდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 346 საჩივრიდან 56 საჩივარი დაკმაყოფილდა, 60 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 198 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 28 საჩივარი განუხილველი დარჩა, ხოლო 4 საჩივრის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კვლავ მიმდინარეობს. ორგანიზაციამ რაიონულ სასამართლოში 4 სარჩელი წარადგინა 6 უბნის შემაჯამებელ ოქმში და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, აქედან ორი სარჩელი წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში”, – აღნიშნულია შეფასებაში.

შეფასება სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3ASjOee