საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად.
ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საელჩო Twitter-ზე ავრცელებს.
“დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.