რა აწუხებს ხალხს აჭარაში?

489

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებიდან.

👉ამჯერად გიზიარებთ აჭარაში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა

  • თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის;
  • პანდემიამ სეზონური შრომითი მიგრაცია გააჩერა და სიღარიბე გაამწვავა;
  • ერთჯერადად გაცემული დახმარება არასაკმარისია ოჯახებისთვის.

⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

  • სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და, უკიდურესი მდგომარეობის გარდა, ექიმთან ვერ ახერხებენ მისვლას;
  • წამლები ძალიან ძვირია, უფრო მეტადაც, ვიდრე, მაგალითად, თურქეთში;
  • მოუწესრიგებელი გზების გამო სამედიცინო დახმარების მიღება მაღალმთიან დასახლებებში კიდევ უფრო გართულებულია.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

  • საჯარო საბავშვო ბაღების დეფიციტი და ხარისხის პრობლემები;
  • სკოლაში უსაფრთხოებისა და განათლების ხარისხის პრობლემა;
  • ადგილობრივად მიღებული პროფესიული ცოდნა და უნარები არაა

⭕️წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა

  • სასმელი წყლის მილები ავარიულია და წყალი – სასმელად უვარგისი;
  • გაუმართავია სანიაღვრე სისტემა და კოლექტორები.

⭕️ქაოტური განაშენიანება და ურბანული განვითარება

  • ძველი ბათუმი მოუვლელია, ისტორიული უბნები ავარიულია და არაფერი კეთდება მათი შენარჩუნებისთვის;
  • დაუგეგმავი და მოუვლელია რეკრეაციული ზონები;
  • საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მოუვლელია ან უხარისხო.

⭕️კორუფცია

  • უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;
  • ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში.

⭕️დაუცველობის შიში

  • ფიზიკური დაუცველობის შიში;
  • არ არსებობს სურსათის ხარისხის კონტროლი, განსაკუთრებით გარე ვაჭრობის პირობებში;
  •  სამომავლო მდგომარეობის გაუარესების შიში.

სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.