„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ამჯერად გიზიარებთ სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
- უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა;
- პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვამ და სხვა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
- პენსიონრები, შშმ პირები და მათი ოჯახები განსაკუთრებით ღარიბები არიან;
- ინფრასტრუქტურის გაუმართავობა ხელს უშლის სოფლის მეურნეობასაც და დასაქმებასაც;
- ქართული ენის უხარისხო სწავლება ხელს უშლის სომხურენოვან მოქალაქეებს დასაქმებაში და ქვეყნიდან მიგრაციისკენ უბიძგებს.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
- ადგილობრივ ექიმებს და ლაბორატორიებს არ ენდობიან და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართავენ;
- ქალაქების გარეთ სასწრაფო დახმარების მიღებაც გაჭიანურებულია.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
- სკოლებში მასწავლებლებს კვალიფიკაციის პრობლემები აქვთ, მათ შორის, ქრთამისა და ნეპოტიზმის გამოც;
- მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია, რეპეტიტორობა უფრო აინტერესებთ, რადგან უფრო შემოსავლიანია;
- ქართული ენის სწავლების დაბალი ხარისხის გამო უმაღლესი განათლება და დასაქმება ძალიან რთულად მისაღწევია;
- სომხურ ენაზე სასწავლო მასალების ხარისხი დაბალია;
- ყველა პრობლემის მიუხედავად, მაინც არის მოსაზრება, რომ მონდომების შემთხვევაში განათლების მიღება ყველგან შეიძლება.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
- ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;
- კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა შეზღუდულია და განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით.
⭕️კორუფცია
- ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიანურდება და უხარისხოდ სრულდება;
- ტენდერებს მხოლოდ დაახლოებულ კომპანიებს აძლევენ;
- ნეპოტიზმის გამო ადგილობრივი კვალიფიციური კადრები არ საქმდებიან.
⭕️უსაფრთხოება
- პოლიციის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა;
- უსაფრთხოების შეგრძნება უფრო მეტად ურთიერთნაცნობობაზეა დამყარებული.
სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.