დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 512 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

367

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2020 წელს, მხოლოდ ამ პროექტს ფარგლებში, ჯამში, 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განსახლდება.

აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.