“ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ამბობს, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებაო, ეს პოლიტიკური, ძალიან სასაცილო ანეგდოტია,- ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას გეგმავს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ნერვიულობს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის.
„მესმის, რომ ნერვიულობს ირაკლი კობახიძე, შავი „ჯიპით“ სეირნობის, უშველებენ კაბინეტში წამოწოლის და ხალხის ხარჯზე გულაობის ორი დღე დარჩათ. მესმის, რომ ნერვიულობს, ნუ ავყვებით მის ბოდვებს. ჩვენ გველის ხალხის გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით”,-განაცხადა ელისაშვილმა.
მისი განმარტებით, „ყველა ხედავს, რომ წინასაარჩევნოდ იყო მოსყიდვა, ცემა-ტყეპა და დაშინება” და სწორედ ეს აისახა ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებში.
“უბინძურესად წარმართა “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდი და ეს დააფიქსირეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულ ოცნებას” უცხოელი საერთაშორისო მისიების მხრიდან უფრო მძიმე შეფასებები ელის”,-განაცხადა ელისაშვილმა.