ლაშა გოგიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით გახარია წარადგინა

682

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი ლაშა გოგია ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ბორჯომის და ბაკურიანის ქუჩაზე ამომრჩეველს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარია წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ დავით გახარია, თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი, ადამიანი რომელსაც ყველა იცნობთ იმ კეთილი საქმეებით რაც მას უკეთებია. დათო ბიზნესმენია და დახმარება არაერთი ადამიანისთვის გაუწევია, ის ახლა მოდის საკრებულოში იმისთვის რომ მეტი კეთილი საქმე აკეთოს და მეტი ადამიანის უფლებები დაიცვას“ განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

კარდაკარ შეხვედრებზე მერობის კანდიდატი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. ლაშა გოგია დევნილთა დასახლებაში, ე.წ. სამკერვალოს კორპუსში იმყოფებოდა და პირადად დაათვალიერა მათი საყოფაცხოვრებო პირობები.

„რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ მთავრობა და დევნილთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ ეს პრობლემები მოგეხსნათ. ზუგდიდში შენდება 26 თორმეტსართულიანი კორპუსი, ასევე იგეგმება დამატებით კორპუსების აშენება, ხორციელდება სოფლად სახლის პროექტი. მე პირადად შევისწავლი თქვენს საკითხს და თქვენ აუცილებლად მიიღებთ ახალ ბინებს“ – განაცხადა დევნილებთან  შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

ფაიფურისა და საჯვაროს უბნებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარიაა.

დავით გახარია ბიზნესმენია, უმაღლესი განათლება თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში აქვს მიღებული.

წყარო: smoge.org