ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ შეხვედრაზე ყვარელში მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჩაერთო და ნიკა მელიას აქტიურობა ბეტმენს შეადარა.
“ნიკა მელია, რომელიც ბეტმენივით დაფრინავდა გუშინ ერთი შეხვედრიდან მეორეზე თვალსაც ვერ ვადევნებდი, როგორ გადავიდა რუსთავიდან ზუგდიდში”, — აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ ყველა დასცინოდა და გიჟს ეძახდა, როცა ამბობდა, რომ კახეთში ტურიზმს განავითარებდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ახლა მისი ფანტაზიები კიდევ უფრო გაიზარდა.