თბილისში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა

314

დედაქალაქში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა.

დღეს ნუცუბიძის პლატოდან ვაგზლის მოედნის მიმართულებით დაემატა ახალი ხაზი – N332 ავტობუსი. დღესვე პირველი რეისი შესრულდება პოლიტკოვსკაიას ქუჩა-ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ზემო წყნეთი-მეტრო „დელისის“ მიმართულებებზე.

ვაკეში კი დღეს პირველად გავლენ ემ-2 ტიპის სამარშუტო ტაქსები.

23 ოქტომბერს დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. მისივე თქმით, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.