თბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება

471

დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცემერმა განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება. 

პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით. 

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით. 

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 –  ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.  

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით. 

საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.