„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი, კარდაკარ შეხვედრების ფარგლებში მოსაშვილის, კობახიძის და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლაშა გოგიამ ამომრჩეველს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი (გუგა) ლაგვილავა წარუდგინა.
ირაკლი ლაგვილავა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალისტია, მან უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში მიიღო. ირაკლი ლაგვილავა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. ის სხავადსხვა დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „პალიტრის“ კორესპონდენტიო იყო. ხელმძღვანელობდა რადიო „ათინათის“ და ტელეკომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურს.
ლაშა გოგიამ ქალაქის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდიატები უკვე წარადგინა. ქალაქის უბნებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარების კანდიდატები არიან: ცენტრი-ავტოსადგურის უბანი – მამუკა ყურაშვილი, პრესოვკა-მახარაძე – თაზო ფაცაცია, საკონსერვო-რკინიგზის სადგური – ირაკლი ლაგვილავა, საჯვარო-ფაიფური – დავით გახარია, კომბინატი – სალომე ფაცაცია.
წყარო: smoge.org