თელავში თანამედროვე სტანდარტების საკემპინგე ადგილი მოეწყობა

441

ქალაქ თელავში, გომბორის გზის მიმართულებით, ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით საკემპინგე სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი თავბერიძეს განცხადებით, პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება.

“აღნიშნული პროექტის მიზანი არის ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტში. ახალი საკემპინგე ადგილი ნიშნავს იმას, რომ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა იქმნება. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის დამეგობრებული ქალაქის, ბიბერახის მიერ. თელავის მერიამ თანამონაწილეობის სახით ის საკემპინგე ადგილი გამოყო, რომელიც გერმანიის მხარემ შეარჩია. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შემოსული ტურისტი მოხვდება. სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება’’,– განაცხადა გიორგი თავბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას ასევე მოეწყობა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურაც. დაგეგმილია პარკის და საფეხმავლო ბილიკების გაკეთება.