დღეს ოზურგეთში გურიის მერობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის მედიასთან გამოჩენას ყოველთვის ერიდებოდა, დღეს ჟურნალისტებთან შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ისაუბრა.
გავრცელებულ ხმებზე, რომ გურიაში მერობის კანდიდატების შერჩევაში ადიკო ივანიშვილის წვლილი განსაკუთრებული იყო, ის გადამეტებულს უწოდებს და გვეუბნება, რომ არც ლანჩხუთის და არც ჩოხატაურის მერობის კანდიდატები მასთან ამ კუთხით არანაირ კავშირში არ არიან, რაც შეეხება ოზურგეთის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს ბეგი სიორიძეს, მას ძალიან ახლოს იცნობს და მისთვის სიორიძის კანდიდატურა მისაღები იყო:
„კუჭავას და სარიშვილის კანდიდატურებთან მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს აბსურდია. რაც შეეხება ბეგი სიორიძეს, მის კანდიდატურას ნამდვილად ვუჭერდი მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემს მოლოდინებს გაამართლებს. ახლოს ვიცნობ მას, ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს“-გვითხრა ადიკო ივანიშვილმა.
წყარო: guriis moambe