როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

1203

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – დვაბზუ – ივლისი.

2023 წელი – ძიმითი – მაისი; ნაგომარი – მაისი; ოზურგეთი – მაისი; მელექედური – მაისი; მაკვანეთი – მაისი; ჭანიეთი – აგვისტო; ლიხაური – აგვისტო; ბოხვაური – აგვისტო.

2024 წელი – კონჭკათი – თებერვალი; თხინვალი – თებერვალი; ბაილეთი – თებერვალი; ჯუმათი – თებერვალი; ნატანები – თებერვალი; შრომა – თებერვალი; მერია – თებერვალი;
ქალაქი ოზურგეთი – მაისი; დაბა ლაითური – მაისი; გურიანთა – აგვისტო; დაბა გომისმთა – აგვისტო; შემოქმედი – აგვისტო; ცხემლისხიდი – სექტემბერი; ვაკიჯვარი – სექტემბერი; ასკანა – სექტემბერი; ბახვი – სექტემბერი; მთისპირი – სექტემბერი; დაბა ნარუჯა – სექტემბერი;
დაბა ნასაკირალი – სექტემბერი; დაბა ურეკი – სექტემბერი; სილაური – სექტემბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.