ირაკლი აბესაძე: პრაქტიკად იქცა, რომ „ქართული ოცნების“ დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია

593

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკურ პარტიორობაში მყოფი პირების კომპანიები უკანონო გარიგებების ხარჯზე ფინანსდება.

აბესაძე აღნიშნავს, რომ ხდება უკანონო ფულის ბრუნვა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან პირებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, “ქართული ოცნებისთვის” საკმაოდ დიდი შემოწირულობები უფიქსირდებათ.

„პრაქტიკად იქცა, რომ “ქართული ოცნების” დაფინანსების მთავარი წყარო, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ რეალურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვადასხვა უკანონო გარიგების ხარჯზე ფინანსდებიან კერძო კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც არიან პოლიტიკური პარტნიორები „ქართული ოცნების“.

ცხადია, რომ ხდება გარკვეული უკანონო ფულის ბრუნვა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, იმიტომ, რომ მართლაც ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი, როგორი გულუხვნი არიან „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შეწირვის დროს“, – განაცხადა აბესაძემ.

აბესაძის კომენტარს “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.