აჭარაში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

367

დღეიდან, 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგა მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

“ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.