ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განცხადება გაავრცელა

682

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

2017 წლის 2-4 სექტემბრის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი. 46 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.

მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით – 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს.

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.

დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.

აღსანიშნავია, რომ ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 – ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.

ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

დეტალური ინფორმაცია და სტატისტიკურად დამუშავებული მონაცემები