ალეკო ელისაშვილმა პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა.
პარტიის სიის პირველი ნომერი თავად ალეკო ელისაშვილია. მეორე – ლევან იოსელიანი, მესამე – ქეთევან თურაზაშვილი, მეოთხე – გენრი დოლიძე, მეხუთე – ივანე ნორაკიძე, მეექვსე – ფატი ბარჯაძე, მეშვიდე – სულხან ნამჩევაძე, მერვე – გიორგი გაბაიძე, მეცხრე – ნატო კირვალიძე და მეათე გიორგი რეხვიაშვილი იქნება.
ალეკო ელისაშვილმა სიის პირველი ათეულის ტელეფონის ნომრებიც გაასაჯაროვა და მოქალაქეებს მოუწოდა, მათ ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდნენ.
ელისაშვილის განმარტებით, მათი პარტიის მიზანი გამჭვირვალობა და მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტია.
“ჩვენ დღეს წარვადგინეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ათეული. ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში მოვუსმენთ ხალხს არჩევნების შემდეგაც . ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური რეალობა შევთავაზოთ ხალხს. პოლიტიკოსები გამოკეტილი ცხრაკლიტულებიდან და შავი ჯიპებიდან კი არ უნდა უყურებდნენ ხალხს, არამედ უნდა უსმენდნენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს და თავადაც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების ცხოვრებით და პრობლემებით უნდა ცხოვრობდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.