ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს

415

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 6.3 კმ-იანი (კმ298-კმ303 და კმ309-კმ310) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო გზა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 961 996 ლარია.