რიჟვაძე: ჩვენი მმართველობის დროს მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირადაპირი ინვესტიციაა განხორციელებული

629

ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ძალიან მძიმე შრომა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნოთ და გვქონდეს დადებითი ნიშნული, ეკონომიკის ზრდის, ასევე სამუშო ადგილების შექმნის, როგორიც ამ გლობალურ გამოწვევამდე გვქონდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

ინვესტიციებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას მან ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ამ ადამიანებისგან საპასუხიმგებლო წინადადებებისა და ქმედებების მოლოდინი არ უნდა გქონდეს“.

„ძალიან მარტივა პოპულისტურად, როდსაც ნული პასუხისმგებლობა გაქვს მხრებზე პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე, ეს გაუბედურებული, გაწირვებული ხალხი გამოიყენო სხვადასხვა პოლიტიკური მზნებისთვის.

ეს უნდა გავყოთ ორ ნაწილად, პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში. ჩვენ გვქონდა 35%-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის რეპუტაციის მქონე საინვესტიციო კაპიტალი და საუბარი არ არის ერთ დღეში დარეგისტრირებული საეჭვო კომპანიები და ასევე, საუბარი არ არის სახელმწიფოს გარანტიების გარეშე გასხვისებულ მიწის ნაკვეთებსა თუ პროექტებზე. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, კოვიდთან ეფექტურად გამკლავება და ეკონომიკის ძველ, დინამიურ ნიშნულზე დაბრუნება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში პანდემიამდე უმუშვერობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო და 8,8%-ს შეადგენდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში მათ 20 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს.

„ამას ემატება ის, რომ ჩვენი მმართველობის დროს მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირადაპირი ინვესტიციაა განხორციელებული. ასევე, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროეტქტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ასე, რომ მთლიანობაში, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციების შემოდინება, პანდემიის მიუხედავად, გრძელდებამ, თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ძალიან ბევრი და მძიმე შრომა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნოთ და გვქონდეს დადებითი ნიშნული, როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე სამუშო ადგილების შექმნის, როგორიც ამ გლობალურ გამოწვევამდე გვქონდა“, – განაცხადა რჟვაძემ.