ოზურგეთში, სააგიტაციო მასალის ჩამოხევა და დაზიანება აქტიურ ფაზაში გადავიდა. განსაკუთრებით ხშირია ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა პლაკატების დაზიანება. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ოპოზიციური პარტიები ეჭვობენ, რომ ეს სახელისუფლებო პარტიების მხრიდან ხდება.
“ჩვენ რა ვიცით, ვინ აკეთებს? სავარაუდოდ, უფრო სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების დაქირავებულები თუ ხევენ. ბევრგან ჩვენი კანდიდატის პლაკატებს გადააკრეს თავიანთი კანდიდატის სურათი”, – განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის ოფისში.
თავის მხრივ, სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ამ ბრალდებას, რადგან მათივე თქმით, მათი კადიდატის პლკატებიც არის დაზიანებული.
“რა გამოდის, ჩვენი პლაკატები რომ დააზიანეს, ოპოზიციურმა პარტიება ჩაიდინეს ეს?” – პასუხობენ “ქართული ოცნების” შტაბში.
გამოცემის ცნობით, ოზურგეთის ცენტრალური უბნები დაათვალიერეს, თუმცა, „ქართული ოცნების“ პლაკატები ამ მომენტისთვის დაზიანებული არ არის.