კახა კალაძე: წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც ადამიანები განსხვავებული აზრის გამო იდევნებოდნენ

354

დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, ადამიანები არ იდევნებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები იდევნებოდნენ.

„არ ვიცი რაზე საუბრობთ. ზოგადად, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები იდევნებოდნენ. ადრე თუ ადამიანი სხვა პოლიტიკურ გუნდს უჭერდა მხარს, ის ვერც ერთ საჯარო სამსახურში მუშაობას ვერ დაიწყებდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მისი შვილი, ბექა ლელუაშვილი მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებს და აცხადებს, რომ გათავისუფლების შემდეგ, დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს.