ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გურიის რეგიონს „ცხელების ცენტრი“ დაემატა

503

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გურიის რეგიონს „ცხელების ცენტრი“ დაემატა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,“ ცხელების ცენტრი“ მსუბუქი პაციენტების გარდა, მძიმე პაციენტების მიღებასაც შეძლებს.

“გურიის რეგიონში „ცხელების ცენტრი“ დაემატა ურეკის „ემერჯენსის“ ბაზაზე, სადაც ამ ეტაპზე 21 საწოლი გვაქვს მობილიზებული. აქ უნიკალური და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ცხელების კლინიკას გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა მისი პროფილიდან გამომდინარე აქვს იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს 4 მძიმე პაციენტი, რომელიც 24/48 საათის განმავლობაში ექიმების გადაწყვეტილებით იქნებიან გადაყვანილები სხვა კლინიკებში“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.