თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანას მშვიდობა და განვითარება მოუტანოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და ის დარწმუნებულია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო კამპანიას, სამცხე-ჯავახეთში დავასრულეთ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები და ეს კამპანია გრძელდება. 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას გააკეთოს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“,-აცხადებს კალაძე.