კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

396

კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

გურჯაანის მერიის ცნობით, ცენტრის შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, სადაც პერსონალისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

პროექტი, რაზეც 120 000 ლარამდე დაიხარჯა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა ქალაქ გურჯაანშიც.