ამბროლაურის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

613

12 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული ყველა რეკომენდაცია.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, როგორც დაგეგმილი იყო, 12 ოქტომბერს განახლდება. პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი სამსახურების მიერ მოწმდება, რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები. კონტროლი ინტენსიურ რეჟიში გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვებმაც და მშობლებმაც თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, საჭიროა მათი მხრიდანაც მოხდეს არსებული შეზღუდვების მაქსიმალურად გათვალისწინება და შესაბამისი რეკომენდაციების მკაცრი დაცვა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავამარცხოთ covid-19“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.