13 ოქტომბერს „ჯივიპი“ წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს

364

13 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება ქსელის 200 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი, დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა საკვანძო ჭები. მაგისტრალური წყალსადენის აღსადგენად აუცილებელი გათხრითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ძირითადად ღამის საათებში შესრულდება, რაც ჭიაურელის და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის 11 ნომრამდე სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხებას ძირითადად ღამის საათებში გამოიწვევს.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაგეგმილ ვადაში შეცვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 13 ოქტომბრიდან 10 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.