ხარაგაულში სამი სკოლის რეაბილიტაცია იწყება

412

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი მარელისის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

სკოლების რეაბილიტაციას ზესტაფონში რეგისტრირებული სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ 6 105 500 ლარად გეგმავს. ტენდერი 6 742 045 ლარზე იყო გამოცხადებული.

ამჟამად სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებელმა ორგანიზაციამ მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 თვეში, ხოლო წყალაფორეთის სკოლის – 8 თვეში უნდა დაასრულოს.

ხარაგაულში სამი სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.