ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორმა პარტია “ლელოს” წევრები ბაზრის ტერიტორიიდან გამოყარა, – ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა “ლელოს” შტაბმა საქართველოს მედია-კლუბს მოაწოდა.
“ჩვენი კომუნიკატორები საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიიდან გამოყარა ბაზრის დირექტორმა, ალიკა რომანაძემ. აღნიშნული გადავიღეთ ვიდეოთი, გუშინ კი ოფიციალური საჩივრით მივმართეთ ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო”, – აცხადებენ “ლელოში”.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.