ირმა ნადირაშვილი: რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, წვიმიდან წვიმამდე ხალხი მძიმე დღეშია, ეზოები წყლით ივსება

389

“ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშილი, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მივიდა, სადაც მისი თქმით, წვიმის დროს იტბორება ქუჩები და კორპუსები, რაც ადგილობრივებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავს.

ნადირაშვილის თქმით, მიუხედავად მოსახლეობის მრავალი მოთხოვნისა, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას მათ. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე სოციალური ყოფის შეცვლას სჭირდება კონკრეტული გეგმა და გარდამტეხი ცვლილებები.

„მძიმე ვითარებაა წვიმის შემდეგ თითქმის ყველა ქუჩაზე ჭყონდიდელის დასახლებაში. მოსახლეობამ, რომელიც ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, არაერთგზის მიმართა მერიას, თუმცა, სამწუხაროდ, მათ პატრონი არ ჰყავთ.

წვიმიდან წვიმამდე ეს ხალხი არის ძალიან მძიმე დღეში, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ, გუბეები დგება, ეზოები ივსება წყლით, სამწუხაროდ, ჭყონდიდელის დასახლება არის ერთ-ერთი ისეთი დასახლება, სადაც ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური პირობები და ესენი არიან ჩვეულებრივად, უპატრონოდ მიტოვებული ადამიანები. ამიტომ საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა“, -განაცხადა ნადირაშვილმა.