გოგორიშვილი: ადამიანებს აქვთ პირობა, რომ მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებს იმ შემთხვევაში, თუ გახდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები

413

,,ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 118-მა სუბიექტმა მმართველ პარტიას 20 ათასი ლარიდან – 60 ათას ლარამდე შესწირა.

გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანებს აქვთ პირობა, რომ ისინი მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი თანხას მმართველ პარტიას შეწირავენ.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 118 ძალიან ცოტაა, რადგან საქართველოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც წინა დღეს შექმნიან შპს-ს და მეორე დღეს ტენდერს იგებენ, ან პირდაპირი შესყიდვით სხვადასხვა პროექტში რამდენიმე მილიონს იღებს. ეს ხდება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ასე რომ ყველა ამ ადამიანს აქვს პირობა, რომ ყველაფერს ამას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ გახდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირეველები. სახელები და გვარები ამ 118 ადამიანის ცნობილი არ არის, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს შემომწირველი დანამდვილებით იქნება სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული ან პირდაპირი შესყიდვით ექნება მიღებული მილიონობით თანხა“, – აცხადებს გოგორიშვილი.