მასწავლებლები “ოცნების” პარტიულ შეხვედრაზე – ბოლნისში პედაგოგები მეშველიანთან შესახვედრად წაიყვანეს

470

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგო მეშველიანი ბოლნისის კულტურის ცენტრში სკოლის მასწავლებლებს შეხვდა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მასწავლებლები ყველა სოფლიდან სასწავლო პროცესს მოწყვიტეს და პარტიულ შეხვედრაზე წაიყვანეს.

მათ ნაწილს არ ჰქონდა კითხვაზე პასუხი რატომ იმყოფებოდნენ კანდიდატტან შეხვედრაზე სამუშაო საათებში, ნაწილმა კი თქვა, რომ შეხვედრა მასწავლებლის დღესთან იყო დაკავშირებული.

გოგი მეშველიანმა კითხვას, რატომ არ დაისაჯა ძალადობაში მხილებული მისი ძმა და მხარდამჭერები ასე უპასუხა:

რატომ უნდა დასჯილიყვნენ?! დეზინფორმაციას ავრცელებთ, პასუხი უნდა აგოს თქვენმა სექტამ, რომლებიც აქ გაგზავნით, – თქვა გოგი მეშველიანმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, მმართველი პარტია სკოლის მასწავლებლების საკუთარი მიზნებით გამოყენებას ცდილობს, აშინებს და აშანტაჟებს მათ.

“მთავარის ინფორმაციით” 4 ოქტომბერს წყალტუბოში საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგი ცესკო-ს ნაცვლად “ოცნებამ” ჩაუტარა. ტრენინგის მონაწილეების თქმით, ისინი წინასაარჩევნოდ ყველა საჭირო პროცედურას სწავლობენ და “ოცნების” ტრენინგი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას სულაც არ ნიშნავს.