თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე, დაკავებული სტრატეგია აღმაშენებლის წევრები, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს მისი დაკავება უკანონო იყო.
“თავიდანვე ჩემი დაკავების ფაქტი იყო უკანონო, ვინაიდან მე ვარ სტრატეგია აღმაშენებლის სიის მესამე ნომერი, ეს იყო უკანონო, მაღალჩინოსნები უხეშობით გამოირჩეოდნენ”, — განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
ცოტახნის წინ, თბილისის მერიის წინ სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე, ოთხი აქტივისტი დააკავეს. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ, ამის საფუძველზე მათ შეაგროვეს ხელმოწერები და უნდოდათ, რომ გადაეცათ თბილისის მერიისთვის. სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს რა დროსაც მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას შორის.