თბილისის მერიასთან აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოთხი წევრი დააკავეს

418

შემდეგი სტატია

‘თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს.

აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.