ჭალიძე: პოლიციამ გადაამეტა ძალას, დაუყოვნებლივ ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას

849

წინა სტატია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრის თეონა ჭალიძის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე პოლიციელებმა პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე, ირაკლი გედენიძე და ნიკა ბურჭულაძე დააკავეს. ამასთან, შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტი ლაშა დიაროვი.

,,პოლიციამ გადაამეტა ძალას, მათ ძალის გამოყენებით მიწაზე დააგდეს მონაწილეები და გაიყვანეს ძალის გამოყენებით. თითოეული მათგანი არის ჩვენს საპარალმენტო სიაში, მათ იცავთ იმუნიტეტი და დააყონებლივ უნდა გაათავისუფლონ. პოლიციელები ხელს გვიშლიან იმაში, რომ ჩვენ ჩვენი უფლებები განვახორციელოთ. დავიწყეთ სრულიად მშვიდობიანი აქციით, გვინდოდა ჯარიმის ქვითარი შეგვეტანა მერიაში, რისი უფლებაც გვაქვს. შემდგომ, მათ გზის მოპირდაპირ მხარეს ჩვენს აქტივისტების დევნა, მუქარა და შანტაჟი დაიწყეს,“ – აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა მერიასთან გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს.