„ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

1092

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს.

როგორც ტიტე აროშიძე ჟურალისტებთან აცხადებს, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და თავად პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფება.

მისი განცხადებით, ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარა და ტესტის პასუხი უარყოფითია.

„კორონავირუსის დამახასითებელი სიმპტომების გამო, ჩემ შვილს კვლევა ჩაუტარდა, მას ერთი კვირის წინ ტემპერატურა დაუფიქსირდა.

ბოლო პერიოდში ოჯახისგან დისტანციურად ვიმყოფებოდი. კორონავირუსზე კვლევა მეც და ჩემმა მეუღლემაც ჩაიტარა, არცერთს არ დაგვიფიქსირდა. ჩემს შვილს რაც შეეხება, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბავშვი ბინაზე მკურნალობს ექიმის მეთვალყურეობით.

მე და რესან კონცელიძე პერიოდულად ტესტებს ვიტარებთ, რადგან ჩვენს ამომრჩევლებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და მათ წინაშე პასუხსიმგებლობა გვაქვს”,- აცხადებს აროშიძე.