ქუთაისის მერიის თანამშრონელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ 19-ით მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელია დაინფიცირებული.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მერიის თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა და თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. სამსახურის 20-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა. იმერეთში კორონავირუსი 44 პირს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 4 619 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. Covi სასტუმროში 1 100 პირი მკურნალობს.