გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ, საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.
გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.
2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.