რა კეთდება მესტიელებისთვის – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა 27 კმ-ზე მეტი გზა;
მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების 3 კმ-იანი და ჯვარი-მესტია-უშგულის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
იწყება ცხუმარის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა, 10 სოფელში დაგეგმილია სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა საერთო სიგრძით – 20 კმ;
დაბა მესტიაში რეაბილიტირდა ქუჩები (11 კმ); მიმდინარეობს 8,75 კმ სიგრძის ქუჩების კეთილმოწყობა;
დაიწყება აეროპორტის გზის რეაბილიტაცია;
აშენდა 20, გარემონტდა 5 და მიმდინარეობს 3 ხიდის მშენებლობა;
აშენდა სანიაღვრე სისტემის 3 ობიექტი, სტიქიის პრევენციის მიზნით განტვირთვის სამუშაოები ჩატარდა 6 ობიექტზე;
სტიქიისგან დამცავ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 3 მლნ ლარზე მეტი;
აშენდა გზის საყრდენი კედლები და ნაპირდამცავი გაბიონები;
მესტიაში განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი;
აშენდა მესტიის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი;
მიმდინარეობს მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
ეცერში, უშგულსა და ხაიშში მოეწყო წყალმომარაგების სისტემები;
სოფელ ფარსა და ზედა ლუჰაში მოეწყო საკანალიზაციო სისტემები;
ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულსა და სოფელ მაზერში მიმდინარეობს წყლის სისტემების მშენებლობა;
განხორციელდა 6 ტერიტორიული ერთეულის (წვირმი, იფარი,მულახი, ლენჯერი, ლატალი, ბეჩო) წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების საპროექტო სამუშაოები;
მესტიაში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური.
ტურისტული ინფრასტრუქტურა და კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია
სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე აშენდა 4 ახალი საბაგირო;
აშენდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო;
მოეწყო საფეხმავლო ბილიკები;
დაიწყო აეროპორტის გზის რეაბილიტაცია;
დაბა მესტიაში აშენდა ლეო ფილფანის სახელობის კინოთეატრი;
დაბა მესტიაში რეაბილიტირდა ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი;
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მიმდინარეობს სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა ნაგებობების რეაბილიტაცია;
დაგეგმილია დაბა მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაცია.
ჩატარდა ზემო სვანეთში მდებარე კოშკებისა და მაჩუბების, ასევე, სოფელ წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლების მოსახლეობა სარგებლობს შემდეგი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით:
სახელმწიფო პენსიაზე დანამატი;
ელექტროენერგიის შეღავათი;
სოციალურ პაკეტზე დანამატი;
სახელფასო დანამატი მასწავლებლებისთვის;
სახელფასო დანამატი სამედიცინო პერსონალისთვის;
დახმარება ახალშობილთათვის;
სახელფასო დანამატი მწვრთნელებისთვის;
ხეტყის დამზადების შეღავათი;
საწარმოების საგადასახადო შეღავათები.
პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
შეიქმნა ერთი საწარმო, ხოლო მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით:
მხარი დაეჭიდა 326 პროექტს;
ბენეფიციარი – 537 მოქალაქე;
ინვესტიცია – 3 მლნ ლარზე მეტი.
სასტუმროები:
მხარი დაეჭირა 14 ახალ სასტუმროს (რეგიონს დაემატა 31 სასტუმროს ოთახი);
ინვესტიცია -14 მლნ ლარზე მეტი;
დასაქმებულთა რაოდენობა – 200-მდე ადამიანი.
სოფლის მეურნეობა
ფუნქციონირებს 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
ფერმერები სარგებლობენ პროექტით – „შეღავათიანი აგროკრედიტი“;
მოეწყო 159 მ სატყეო-სამეურნეო გზა;
დამონტაჟდა მეტეოროლოგიური სადგური;
პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწიათ ფერმერებს.
დევნილთა მხარდაჭერა
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 20 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, ხაიშში, ჭუბერში, კალაში, უშგულსა და ეცერში აშენდა და რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორიები;
აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა;
აშენდა მესტიის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი;
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება; მაღალმთიან დასახლებაში სამედიცინო პერსონალი იღებს დანამატს.
განათლება
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1259 მოსწავლე;
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
მიმდინარეობს 3 სკოლის მშენებლობა;
მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 19 პროექტი;
განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 14 პროექტი;
შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია 9 საჯარო სკოლა;
პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია;
აშენდა 9 საბავშვო ბაღი, 2020 წელს დამთავრდება ერთი და დაიწყება კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს;
იგეგმება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის მშენებლობა;
სოციალური პროგრამის ფარგლებში 2013-2019 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსდა ის 78 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში;
მესტიის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით განხორციელდა 10 პროექტი.
სპორტული ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა მულახისა და ლატალის სპორტსკოლები;
შენდება 4 სპორტსკოლა;
სოფლებში აშენდა 5 და მიმდინარეობს 3 სპორტული დარბაზის მშენებლობა;
დაბა მესტიასა და 4 ტერიტორიულ ერთეულში აშენდა სპორტული მოედნები, სპორტული მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს კიდევ 4 ერთეულში;
დაბა მესტიაში დაგეგმილია სპორტული კომპლექსის მშენებლობა;
სოფელ მურშკელში შენდება მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა, ასეთივე შენობის აშენება დაგეგმილია სოფელ იელში.
საპოლიციო ინფრასტრუქტურა
მიმდინარე წელს მესტიაში დასრულდება პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა;
განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
სახელმწიფო სერვისები
აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი;
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში 2016–2019 წლებში საპილოტო რეჟიმში განხორციელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, სრულად აიზომა და დარეგისტრირდა კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 657 მიწის ნაკვეთი.