რა კეთდება სენაკელებისთვის 2-13-2020 წლებში – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
ინფრასტრუქტურა
დაიგო 130 კმ-მდე გზა;
აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი;
რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური;
ქალაქ სენაკსა და სოფელ ნოსირში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები;
აშენდა 254 577 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 228 აბონენტს საშუალება მიეცა ჩართულიყო ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში:
•ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 2 დასახლებულ პუნქტში.
•აშენდება 101 737 გრძივი მეტრი გაზსადენი და 867 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს გაზიფიცირების საერთო ქსელში.
მდ. ტეხურზე, ცივსა და რიონზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები;
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 62 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი;
სტიქიის პრევენციის პროგრამით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური სანიაღვრე არხები;
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად 158 ქუჩაზე მოეწყო გარე განათების სისტემა;
2019 წელს დაიწყო ქალაქის მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება;
იგეგმება ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიამდე და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორნისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია;
იგეგმება რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა.
სოფლის მეურნეობა
სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 8 აგროსაწარმო;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 299-მა პირმა;
სახელმწიფოს მხარდაჭერით 145 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
ფუნქციონირებს 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
სახელმწიფო პროგრამა „აგროდაზღვევის“ ფარგლებში, 600 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 382-მა პირმა;
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAღ)“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 8 პირი;
დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 4 პროექტი;
დამონტაჟდა 3 მეტეოროლოგიური საგუშაგო;
პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, კონსულტაცია გაეწია 1100-მდე ფერმერს.
პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში
საწარმოები:
•მხარი დაეჭირა 3 ახალ საწარმოს;
•ინვესტიცია – 10 მლნ ლარამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობა:
•მხარი დაეჭირა 71 პროექტს;
•ბენეფიციარი – 115 მოქალაქე;
•ინვესტიცია – 1 მლნ ლარამდე.
დევნილთა მხარდაჭერა
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა სახლი სოფლად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა
2020 წელს აშენდა სენაკის სასწრაფო დახმარების შენობა;
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში, ზანაში, ზემო ფოცხოსა და ნოსირში რეაბილიტირდა ამბულატორიები;
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
განათლება
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 21 სკოლის 1041 მოსწავლე;
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 43 პროექტი;
სენაკის 3 სკოლა აღიჭურვა ცენტრალიზებული ინტერნეტით;
განხორციელდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი;
შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 12 საჯარო სკოლა;
ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა 8 საჯარო სკოლა;
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით სენაკის საჯარო სკოლებში განხორციელდა 15 პროექტი;
მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია;
განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია; მიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა;
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე იგეგმება (მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები) რეგიონალური ინოვაციების ჰაბის პროექტირება/მშენებლობა;
ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი;
სენაკში მიმდინარეობს მესამე, მეოთხე და მეხუთე ბაგა-ბაღების მშენებლობა;
დაგეგმილია მეშვიდე ბაგა-ბაღის მშენებლობა
სპორტული ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა 23 მინი სპორტული მოედანი;
მიმდინარეობს 2 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
აშენდა კალათბურთის 1 მოედანი;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შენდება მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი.
სახელმწიფო სერვისები
გაიხსნა იუსტიციის სახლი;
გაიხსნა ქორწინების დარბაზი.
საპოლიციო ინფრასტრუქტურა
განახლდა პოლიციის ავტოპარკი;
გარემონტდა დროებითი მოთავსების იზოლატორი.
ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა
მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია;
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულების ეტაპზეა სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია;
რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის გადმოსახედზე ასასვლელ 100 საფეხურიან კიბეს;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში ტურისტული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო თოკების პარკი და ზიპლაინი, ასევე, ღია ბაზრობა და ავტოპარკინგი.