რა კეთდება ჩხოროწყუელებისთვის 2013-2020 წლები – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
ინფრასტრუქტურა:
რეაბილიტირდა 70 კმ გზა;
აშენდა და რეაბილიტირდა 37 ხიდი;
განხორციელდა წყალმომარაგების 4 პროექტი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით მიმდინარეობს 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ქვედა ჩხოროწყუს გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების გზის უბანში 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
მუხურის თემში, ლუგელას ხეობაში მიმდინარეობს 41.5-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის – ხობი 2-ს მშენებლობა;
წელს აშენდა 24 341 გრძივი მეტრის სიგრძის მკვებავი გაზსადენი და 68 344 გრძივი მეტრის სიგრძის ქსელი. გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩაერთო 1 609 აბონენტი.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 3 500 000 ლარის 840 პროექტი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 12 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო ხიდები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები. რეაბილიტირდა შიდა საუბნო გზები. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა უზრუნველყოფილიქნა სახურავით. 3 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდა.
სოფლის მეურნეობა:
დაფინანსდა თხილისა და დაფნის გადამმუშავებელი ახალი საწარმოები;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 306-მა პირმა;
ფუნქციონირებს 25 კოოპერატივი;
სახელმწიფოს მხარდაჭერით 18 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ერთ მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი დააზღვია 533-მა პირმა;
85 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის მიზნით, განახლდა მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა;
ლესიჭინეში გაიხსნა სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა;
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAღ)“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 5 პირი;
პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 800-მდე ფერმერს;
აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
მხარი დაეჭირა ერთი საწარმოსა და ერთი სასტუმროს შექმნას, ხოლო მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით:
• მხარი დაეჭირა 64 პროექტს;
• ბენეფიციარი – 91 მოქალაქე;
• ინვესტიცია – 600 ათას ლარამდე.
დევნილთა მხარდაჭერა:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 37 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა:
ქალაქ ჩხოროწყუში შენდება სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი;
ადგილობრივი ბიუჯეტით 2 749 872 ლარით დაფინანსდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები. ისარგებლა 9 118-მა ბენეფიციარმა.
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
2019 წელს აშენდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის, ნაფიჩხოვოს, თაიას, ჭოღასა და ნაკიანის ამბულატორიები;
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და მედდების ანაზღაურება.
განათლება:
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 27 სკოლის 1736 მოსწავლე;
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 35 პროექტი;
ხაბუმის თემში მიმდინარეობს 60 მოსწავლეზე გათვლილი №3 საჯარო სკოლის მშენებლობა;
ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა;
მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის №1 საჯარო სკოლას;
იგეგმება ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია;
ცენტრალიზებული ინტერნეტით აღიჭურვა 2 სკოლა;
განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 52 პროექტი;
ადაპტირებულია 8 საჯარო სკოლა;
აშენდა 7 და რეაბილიტირდა 26 საბავშვო ბაღი.
სპოტული ინფრასტრუქტურა:
მოეწყო და რეაბილიტირდა მინი- საფეხბურთო მოედნები;
რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი.
მოეწყო ქუჩის სავარჯიშოები, საბავშვო ატრაქციონები, ჩოგბურთის კორტი.
სახელმწიფო სერვისები და საპოლიციო ინფრასტრუქტურა:
სოფელ ლესიჭინეში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი;
ჩხოროწყუში მიმდინარე წელს დასრულდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის მშენებლობა;
განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
კულტურული და ტურისტული ობიექტები:
რესტავრირდა სოფელ თაიის წმინდა გიორგის სახელობისა და სოფელ ჭოღის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიები;
მოეწყო საფეხმავლო ბილიკები.