წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
ინფრასტრუქტურა:
დაიგო 53 კმ გზა;
აშენდა 45 ხიდი და ხიდ-ბოგირი, მათ შორის, ქ. წალენჯიხაში მდ. ჭანისწყალზე, მშვიდობის ქუჩაზე;
დაწყებულია ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტი;
წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე შენდება ახალი სახიდე გადასასვლელი;
ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 38 პროექტი;
განხორციელდა წყალმომარაგების 15 პროექტი;
19 საბავშვო ბაღში დაგეგმილია კვების ბლოკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია;
აშენდა 38 862 გრძივი მეტრის სიგრძის მკვებავი გაზსადენი და 129 838 გრძივი მეტრის სიგრძის ქსელი. მიმდინარე წელს ქ. წალენჯიხაში აბონენტთა დაერთება განხორციელდება ეტაპობრივად. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთეულებში უკვე დაწყებულია გაზმომარაგების საპროექტო სამუშაოების მომზადება;
მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდა ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები;
ქ. წალენჯიხაში, ჯვარსა და ფოცხოეწერის დასახლებაში გადაიხურა 35 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.
სოფლის მეურნეობა:
სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 2 ახალი და გაფართოვდა 3 აგროსაწარმო;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 158-მა პირმა;
ფუნქციონირებს 12 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
სახელმწიფოს მხარდაჭერით 35 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
აგროდაზღვევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი დააზღვია 606-მა პირმა;
359 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
მოეწყო 405 მ სატყეო-სამეურნეო გზა;
პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში ჩატარდა 17 ტრენინგი, კონსულტაცია გაეწია 850-მდე ფერმერს;
აზიური ფაროსანის წინააღმდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
მხარი დაეჭირა ერთი საწარმოს შექმნას, ხოლო მიკრო- და მცირე მეწარმეობის მიმართულებით:
• მხარი დაეჭირა 104 პროექტს;
• ბენეფიციარი – 138 მოქალაქე;
• ინვესტიცია – 900 ათას ლარამდე.
დევნილთა მხარდაჭერა:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 103 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა:
2020 წელს დასრულდა წალენჯიხისა და ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული შენობების მშენებლობა;
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას, ფახულანის, მედანის, ნაკიფუს, ჩქვალერის, ჯგალისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები;
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
განათლება:
აშენდა სოფელ ეწერის საჯარო სკოლა;
მიმდინარეობს 3 სკოლის მშენებლობა;
განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 36 პროექტი;
ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლა;
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 30 სკოლის 3000 მოსწავლე;
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 59 პროექტი;
ადაპტირებულია 12 საჯარო სკოლა;
საჯარო სკოლებში, სკოლის მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, განხორციელდა 23 პროექტი;
იგეგმება აკადემიკოს ეგნატე ფიფიას ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის გამაგრება და სრული რეაბილიტაცია;
აშენდა 8 საბავშვო ბაღი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 27-ს;
რეაბილიტირდა პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ , იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სახელოსნოების მშენებლობა.
სახელმწიფო სერვისები:
სოფელ ჯვარსა და ჯგალში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები.
საპოლიციო ინფრასტრუქტურა:
მიმდინარე წელს წალენჯიხაში დასრულდება პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა;
მიმდინარე წელს წალენჯიხაში დასრულდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის მშენებლობა;
განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
ტურისტული და კულტურული ობიექტები:
რეაბილიტირდა სქურის ეკლესია;
მოეწყო საფეხმავლო ბილიკები;
დასრულდა ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაცია;
დაიწყო ქალაქ ჯვრის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;
სქური-ტობავარჩხილის გზაზე დამონტაჟდა გზის მაჩვენებელი ბანერები და ჩაიდგა მოსასვენებელი კოტეჯები;
დაგეგმილია ჩქვალერის სკოლის რეაბილიტაცია.